“დაწესდეს 320 ლარიანი მინიმალური ხელფასი” – პროფკავშირები პარლამენტს მიმართავს

საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა.

როგორც პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით, ხოლო საჯარო სექტორში 135 ლარით, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

კანონპროექტის მიხედვით კი, მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და ავტორების განცხადებით, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება.

“კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის რეგისტრაციის შედეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა” – აცხადებენ პროფკავშირებში.

მსგავსი თემები