„დაცვის წამყვანი წყარო ისევ და ისევ რჩება დედის რძე, ძუძუთი კვებაზე არცერთ შემთხვევაში არ ვამბობთ უარს“- თამარ უგულავა

„დედა თუ დაინფიცირებულია ბავშვს ძუძუ უნდა აწოვოს ისე, რომ პირბადე აიფაროს, თუ დედის მდგომარეობა არაა სახარბიელო გამოწველილი რძე უნდა მიაწოდოს ჩვილს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თამარ უგულავამ განცხადა.

თამარ უგულავა აქცენტს ისევ უსაფრთხოების წესების დაცვაზე აკეთებს და აღნიშნავს რომ მიუხედავად სიმპტომატიკისა დედამ ბავშვის ძუძუთი კვება არ უნდა შეაჩეროს.

„დედის დაინფიცირების შემთხვევაში დედას დამატებითი თავის დაცვის საშუალებები უნდა გააჩნდეს, ბავშვის ხელში აყვანის დროს წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული, ეს იმ შემთხვევაში თუ საშიშროებას ველოდებით, თუ დედის მდგომარეობაა არაა სახარბიელო დედამ უნდა გამოიწველოს რძე და კოვზის ან ბოთლის საშუალებით მიაწოდოს ახალშობილს. დედა როდესაც მისი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა მაინც აგრძელებს ბავშვის კვებას“ – განაცხადა თამარ უგულავამ „ მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მსგავსი თემები