დაჩი ცაგურია: უგულავას გვირაბთან ახლოს, გლდანის ციხეში უნდა ასვენებდნენ

“უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც”, – ამის შესახებ, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ, გიგი უგულავას საპასუხოდ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ, სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო, არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა… ერთი სიტყვით, “ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე, თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო” გვეუბნებიან…

არა, ჩემო გიგი, უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ, კმარა! ახლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის, ისე დაიხარჯება ფული. შენ წადი და თბილისის ალპინისტ დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე…

უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ, მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ, სისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ აბა ეგ თქვენ საიდან?!” – წერს დაჩი ცაგურია ფეისბუქის პირად გვერდზე, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ზე გასული სიუჟეტის საპასუხოდ.

მსგავსი თემები