დაქირავებული, რომელსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვს აღებული ხელფასი, 1200 ლარიან დახმარებას მიიღებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე კომპენსაციების მიმღებ კატეგორიაზე საუბრობს, მისი ინფორმაციით აღნიშნულ კატეგორიაში კომპანიის მიერ დაქირავებული პირებიც მოხვდებიან.

„კომპენსაციას მიიღებენ კომპანიის დაქირავებულები, რომლებსაც აღარ ერიცხებათ ხელფასი და ამ ტერმინს ვიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შევიდეთ იმ იურიდიულ დეტალებში, თუ რის გამო არ ერიცხებათ ხელფასი. ნებისმიერი შეთხვევაში, თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი და განთავისუფლდა სამსახურიდან, არის უხელფასო შვებულებაში ან უბრალოს აღარ აქვს დამქირავებელს იმის საშუალება, რომ გადაიხადოს ხელფასი, ყველა მიიღებს დახმარებას. მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფულად კომპენსაციის გაცემა, უკვე აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთათვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში, საუბარია, იანვარი, თებერვალი, მარტი, ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდგომ თვეებში აღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას, ამის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს დამქირავებელი.
კომპენსაციის ოდენობას რაც შეეხება აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომელის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა

მსგავსი თემები