დატოვებს თუ არა ბესელია უმრავლესობას – დეპუტატი განცხადებას ხვალ გააკეთებს

ეკა ბესელიამ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა დღეს ხმა ამ ინიციატივას, ხმა მისცა ნაციონალური რეჟიმის ძალადობრივ რეჟიმად კიდევ ერთხელ გამოცხადებას”.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი კანონპროექტს მხარს უჭერდა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა ეს არ გაითვალისწინეს.

“ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მისცა ხმა ნაციონალური რეჟიმის ძალადობრივ რეჟიმად კიდევ ერთხელ გამოცხადებას. აი ვინ არის ნაციონალური მოძრაობასთან შეხმატკბილებული და ძალადობრიივ სისტემასთან გარიგებული. ეს ადამიანები დღეს იცავენ სწორედ იმ ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელებას, ჩემთვის დღევანდელი სურათი აჯამებს იმ საკმაოდ მძიმე რეალობას, რაც ხდება. “- განაცხადა ბესელიამ.

დატოვებს თუ არა დეპუტატი მმართველ გუნდს, ამის შესახებ ეკა ბესელია ხვალ, 12 საათზე, საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მსგავსი თემები