„დასაგმობია ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკანონო დაკავების ყველა ფაქტი“ – ორი კლინიკის საგანგებო განცხადება (ვიდეო)  

მცხეთის სამედიცინო ცენტრის და წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკის გუნდი უერთდება 5 წუთიან სოლიდარობის აქციას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრიდნაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ცხინვალის რეგიონში.

„ვაპროტესტებთ, რადგან ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება. დასაგმობია ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკანონო დაკავების ყველა ფაქტი. საქართველოს მთავრობას მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ გადადგმული აქვს ნაბიჯები და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუციების ჩართულობით აღნიშნული მოლაპარაკების პროცესი დროულად და ეფექტიანად იქნება მოგვარებული“ – ვკითხულობთ  საგანგებო განცხადებაში, რომელსაც „მცხეთის სამედიცინო ცენტრისა“ და „წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკის“ გუნდი ავრცელებს.

მსგავსი თემები