„დარჩი სახლში“, ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე” – მარინა ეზუგბაია

„დარჩი სახლში“- ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, მიღებული უნარ-ჩვევები უნდა გამოვიყენოთ.

„თვითშეზღუდვები დავიწესოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ. ჩვენს თვითშეზღუდვებზე არის დამოკიდებული შემდგომში ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, „დარჩი სახლში!“- ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები