დარღვევები, რომლებიც ობიექტების შემოწმებისას გამოვლინდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს შრომის უსაფრთხოებაზე 279 ობიექტი შემოწმდა და 2719 რეკომენდაცია გაიცა.
შემოწმებისას სხვა უამრავ დარღვევასთან ერთად გამოვლინდა, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, ამორტიზებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ არსებობა, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და კუსტარული დაზგა-დანადგარების გამოყენება.
ასევე, გამოვლენილია სხვა სახის დარღვევები: საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების სისტემის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არ არსებობა; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსტრუქტაჟის და შესაბამისი სწავლების არ არსებობა; საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა; მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა;
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ არსებობა; კოლექტიური დაცვის საშუალებების არ არსებობა;
კრიოგენული ჭურჭლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა;
​მომატებული ხმაური სამუშაო სივრცეში/ადგილზე; არარაციონალური განათება სამუშაო სივრცეში/ადგილზე; მიკროკლიმატის მანორმირებელი პარამეტრების ჰიგიენური ნორმებიდან გადახრა; აეროზოლების მომატებული კონცენტრაცია სამუშაო სივრცეში/ადგილზე; ადვილად აალებადი ნივთიერებების დასაწყობების წესის დარღვევა; დახურულ სივრცეში მუშაობის წესების დარღვევა; სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა; ერგონომიული მახასიათებლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვა.
დეპარტამენტმა 2017 წელს შეამოწმა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს – 14 ობიექტი.

მსგავსი თემები