დარგვის აქცია ამჯერად რუსთავში გაგრძელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ  რუსთავში  დარგვის აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც   საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და  საკალათბურთო კლუბის  – „რუსთავი 1991“ წევრებმა  40-მდე წიწვოვანი სახეობის – ელდარის ფიჭვი დარგეს.  ნარგავების მოვლა-პატრონობაზე საკალათბურთო გუნდის წევრები თავად იზრუნებენ.

აქციას,  რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პაუხისმგებლობის ამაღლებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.   

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსგავს აქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

მსგავსი თემები