დარბევა და ჭყლეტა – რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარლამენტთან აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცეს.

მათ აქციის მონაწილეებს მიმართეს, დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონის ფარგლებში გასათვალისწინებელი ზომები.

ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან აქციის მონაწილეები უკვე გაიყვანეს.

მსგავსი თემები