“დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში ჩემი ადგილი არ არის” – აკაკი ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე იმის მიუხედავად, რომ უმრავლოსებამ მისი ინიციატივა პლებისციტთან დაკავშირებით არ გაიზიარა, გუნდის დატოვებას არ აპრებს.

აკაკი ზოიძის განცხადებით, ის პროცესებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება.

“გუნდს ულტიმამტუმის ენით არ ველაპარაკები, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება რჩება ძალაში. მიმაჩნია რომ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში ჩემი ადგილი არ არის. უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა, არ გაიზიარა ჩემი შეთავაზება, ამ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალურ პროცესში გადაყვანისთვის  რომ შევკითხოდით ხალხს. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რესური დარჩენილია პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევისთვის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მივიღებ როგორც გითხარით,”- განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ

მსგავსი თემები