“დაოკდით, ბატონებო, ჯარი გაწუხებთ? – წაბრძანდით, იმსახურეთ” – დავით თევზაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალური ქსელით ეხმიანება და განმარტავს, რომ ყოველ ნათქვამს, სწორად გამგები სჭირდება.

მისი თქმით, გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისაც ჯარში ერთი საათიც არ უმსახურია, მიუღებელია.

“ამბობენ, ყველა ნათქვამს გამგები სჭირდებაო. ვისთვისაც გაუგებარია ქალბატონი პრეზიდენტის ნათქვამი, ყურადღებით გაეცანით სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის [(IISS), ბრიტანეთი] მონაცემებს და ადვილად დარწმუნდებით, რომ “რაღაც დალპა დანიის სამეფოში”…

გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისთვისაც საქართველოსთვის ომი, ან სულაც ჯარში სამსახური მხოლოდ აბსტრაქციაა და ერთ დღეს ვინ ჩივის, ერთი საათი არ უმსახურიათ არსად, საერთოდაც მიუღებლად მიმაჩნია.
დაოკდით, ბატონებო, ჯარი გაწუხებთ? – წაბრძანდით, იმსახურეთ…

ვიცი, ბევრს არ მოგეწონებათ, რაც ვთქვი… არც მე არ მომწონს, როდესაც ქვეყნის შიგნით ღობეებს მივლებენ, ანდა სხვა ქვეყნის მესაზღვრეები ჩემს თანამოქალაქეებს ესვრიან…
ძალიანაც რომ არ დაიბნეთ, ნახეთ აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო,” – წერს დავით თევზაძე.

მსგავსი თემები