დანიამ კარანტინის გამო დაშორებული წყვილებისთვის საზღვრები გახსნა

BBC-ს ინფორმაციით, დანიამ საზღვრები გახსნა წყვილებისთვის, რომლებსაც პარტნიორთან დაშორება კარანტინის გამო მოუწიათ.

კერძოდ, ორშაბათიდან სახელმწიფოში ჩასვლა სკანდინავიის ქვეყნებსა და გერმანიაში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ, რომლის მეორე ნახევარიც დანიაში იმყოფება. მათ ურთიერთობის დასამტკიცებლად ფოტოების, შეტყობინებებისა და ელექტრონული წერილების წარდგენა მოუწევს.

მომდევნო დღეებში ეს რეგულაციები უფრო შესუსტდება და ნებართვის მისაღებად მხოლოდ ორივე პარტნიორის მიერ ხელმოწერილი წერილის წარდგენა იქნება საჭირო.

მსგავსი თემები