დანაშაულისთვის, რომელსაც დაზარალებულის გარდა არავინ ადასტურებს, პირს 9 წელი მიუსაჯეს – მიმართვა სააპელაციო სასამართლოს

„შეთითხნილი საქმე, ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი გზით. არ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანი 9 წლით ციხეში წავიდეს. თანხა, რომლის ტაქსის მძღოლისთვის წართმევას მას ედავებიან, 20 ლარია, არადა, „ტაქსისტს“ ჯიბეში 250 ლარი ჰქონდა“ – აღნიშნული განცხადება დაკავებული გიორგი თევზაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

საქმე ეხება ყაჩაღობის ფაქტს, რომელშიც დაზარალებულის გარდა, ერც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომ გიორგი თევზაძემ დანაშაული ჩაიდინა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში ყველანაირი ექსპერტიზის დასკვნა დევს, თუმცა, ყაჩაღობაში გიორგი თევზაძის მონაწილეობას არცერთი დასკვნა ადასტურებს.

„საქმე ეხება ყაჩაღობის საქმეს, რომელშიც მსჯავრდებულია უდანაშაულო ადამიანი გიორგი თევზაძე. ყაჩაღობასთან მას არანაირი შეხება ჰქონია. საქალაქო სასამართლომ კი 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში, ბრალდების მხრიდან, არსებობს მხოლოდ დაზარალებულის ძალინ არადამაჯერებელი ჩვენება. კონკრეტულ ყაჩაღობას ჰყავს თვითმხილველები, რომლებიც სასამარლოზე დაიკითხნენ კიდეც და განაცხადეს, რომ ყაჩაღობაში მონაწილე პირი გიორგი თევზაძე არ ყოფილა და ის იყო სხვა პიროვნება. საქმეში არსებობს სხვა მოწმეების ჩვენებაც, რომლებიც სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას, რომ უტყუარად, ყაჩაღობის დროს, გიორგი თევზაძე სულ სხვაგან იმყოფებოდა და ის ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ეს არს 3 უმნიშვნელოვანესი მოწმის ჩვენება“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება სს საქმეში არსებულ დამატებით მტკიცებულებებს, ეს არის ექსპერტიზის დასკვნები. არცერთი დასკვნით, დაყაჩაღებულ ტაქსიში გიორგი თევზაძის ყოფნა არ ფიქსირდება.

„გიორგი თევზაძე არასდროს მჯდარა იმ ტაქსიში, რომლის დაყაჩაღებაც მოხდა და აქ რაღაც შეცდომაა. რაც შეეხება ექსპერტიზას, ნათლად და იდეალურად დადასტურდა გიორგი თევზაძის ჩვენების ნამდვილობა. კერძოდ, ის, რომ მას ამ მანქანასთან თევზაძეს შემხებლობა არ ჰქონია. არსად, მანქანაში არ აღმოჩნდა გიორგი თევზაძის თითს ანაბეჭდები. ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არსად მანქანაში გიორგი თევზაძის ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა. ასევე, საქმეს ერთვის ოდოროლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც კატეგორიულად გამოირიცხება გიორგი თევზაძის სუნის არსებობა მანქანაში. – ექსპერტიზის დასკვნებითაც დადასტურდა, რომ ის უდანაშაულოა“ – აცხადებს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი თევზაძეს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ოჯახი და დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს მიმართავს და მისგან სამართლიან და კანონიერ განაჩენს ითხოვს.

„13 მაისს, სააპელაციო სასამართლოში ჩატარდება ბოლოს სხდომა და ველოდებით რომ სამართლიანი განაჩენი დადგება. უნდა გაუქმდეს აბსურდული და სამარცხვინო განაჩენი. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა. ვითხოვთ, სასამართლომ დაადგინოს სამართლიანობა. ეს არის შეთითხნილი სს საქმე. ყველამ კარგად იცის, რომ თევზაძე უდანაშაულოა. ვიბრძოლებთ ყველანაირ კანონიერი გზით რომ ეს ადამიანი გამართლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს. ეს დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს“ – აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ინტერესი არსებობს გიორგი თევზაძის პიროვნებასთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ მას, წარსულში ერთ-ერთ პოლიციელთან კონფლიქტი ჰქონდა, რომელიც მას დაემუქრა: „ჩვენ ამას ვუკავშირებთ შემდეგს: თევზაძეს, წლების წინ, კონკრეტულ პოლიციელთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა. პოლიციელი მას დაემუქრა, რომ აუცილებლად დააკავებდა და საქმე შეუკერავდა. საქმეში არც დანაშაულის იარაღი – დანა არსებობს, რომლითაც ჩადენილია დანაშაული“.

რაც შეეხება “ტაქსისტისთვის” წართმეულ თანხას, მისი ოდენობა 20 ლარია.

„მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის ჩვენების ერთი ნაწილიც. ის ჩვენებაში აცხადებს, რომ სადენები გადაუჭრა დამყაჩაღებელმა და ტაქსის ნიშანი სადღაც გადაუგდო, რომელიც მან ვერ იპოვა. პოლიციელი მოწმე კი აცხადებს, რომ გადაჭრილი არაფერი იყო და მანქანას ტაქსის ნიშანი ჰქონდა. მანქანის დათვალიერების ოქმიც პოლიციელის ჩვენებას ადასტურებს. წარმოიდგინეთ, მანქანის დათვალიერების ოქმიც კი ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის კი ეწინააღმდეგება მის მერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. რაც შეეხება დაყაჩაღებულ თანხას, ის 20 ლარია, თუმცა, როცა ტაქსის მძღოლს პოლიციაში მისვლისას 250 ლარი ჰქონდა. გამოდის, რომ 270 ლარი ჰქონდა და თევზაძემ მხოლოდ 20 ლარი წაართვა“ – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

მსგავსი თემები