დამოუკიდებლობის დღე, ესპანეთის სამეფოდან ვახტანგ გომელაურს მიულოცეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეზ გამეზ და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი კარლოს ვასკეს არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი მაქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიციას, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია, მივულოცო ქვეყნის დამოუკიდებლობა. გილოცავთ!

ბატონო მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გაუმარჯოს საქართველოს! გილოცავთ!“- აცხადებს კარლოს ვასკეს არა მილოცვაში.

მსგავსი თემები