დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად, დატოვეს

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომა, პროტესტის ნიშნად, დატოვეს.

სხდომის დატოვებამდე, ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა და პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სთხოვა, რის შემდეგაც არჩილ თალაკვაძემ ბესელიას საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საკითხი დღის წესრგიში დარჩა, რის შემდეგაც ბესელიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა კი, დარბაზიდან გასვლის წინ, მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა გაეხსენებინათ, რომ „მოსამართლეობის კანდიდატებმა იურიდიულ კომიტეტზე, „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის და მათზე პოლიტიკური ზეწოლის შეფასება არ მოისურვეს“.

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია.

მსგავსი თემები