“დამიდექით გვერდით! ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან” – მოკლულის ოჯახის პროტესტი  

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 5 თვის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მოკლულის ახლობლები მთავარ პროკურატურისკენ მიემართებიან. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მკვლელების დასჯას ითხოვენ.

„ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ მოკლა ჩემი შვილი!“ – მოითხოვს ზაზა სარალიძე და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.

„გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან,“ – აცხადებს მოკლული დავით სარალიძის მამა.

მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უშუალოდ დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლენილა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

მსგავსი თემები