დამთავრდა ის დრო, როცა მოსამართლეებს მთავრობის მეთაური ნიშნავდა – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც შეირჩევა მოსამართლეები.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოში პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი არჩევდა მოსამართლეებს და ვითარებას “ალაგებდა”.

“მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ძალიან ნათელი და პრინციპულია – ყველას ჩართულობით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მოსამართლეები. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. საზოგადოებასთან, ამის შესახებ, ძალიან პირდაპირი დიალოგი გვაქვს”, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ყოფნისას.   

მსგავსი თემები