“დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს” – ავთანდილ თალაკვაძე

“საკარანტინო ზონაში რჩება 12-მდე ადამიანი, კლინიკაში – 35. გასული 24 საათის განმავლობაში 1600-მდე ადამიანი შემოწმდა საზღვარზე, საიდანაც 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, საჰაერო და სასაზღვრო პუნქტებში მგზავრთა შემოწმება გაძლიერებულია. მისივე ინფორმაციით, ამ პროცესში წითელი ჯვრის მოხალისეებიც ჩაერთვებიან.

“ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ მგზავრმა, რომელიც მოდის რისკ-ზონიდან, ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვეს ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ, არ დამალონ სიმპტომები, რომელიც აქვთ. საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ ყველა იმ რესპირაციული სიმპოტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული შესაძლო შემთხვევებთან, მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომ არ გამოიწვიოს აღნიშნულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების გადატვირთვა.

ამ დროისთვის, საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკაში რჩება 35 ადამიანი. 24 საათის განმავლობაში საზღვარზე 1600 ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგან ორი ადამიანი სასაზღვრო პუნქტიდან გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, მედიას მინდა ვთხოვო, დაიცვან უსაფრთხო პერიმეტრი მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო , რომ ასე თანამშრომლობს და ხელს უწყობს ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას. გუშინ, 112-თან შეთანხმებით, დამატებითი ფილტრაციისთვის შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ყველა გამოძახებულ ზარზე აკეთებს რეაგირებას, ატარებს ინტერვიუს და იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა საჭიროებს გადაყვანას, გადაგვყავს შესაბამის კლინიკაში”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები