“დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით” – უკრაინის პატრიარქი რუს სამხედროებს მიმართავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტამ უკრაინელ ხალხს მოუწოდა დადგნენ სამშობლოს დასაცავად და მამაცურად დაუპირისპირდნენ მტერს. ხოლო რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს, ნუ დაღვრიან იმ ხალხის სისხლს, ვისაც ძმებს უწოდებენ, დამალონ ხმალი და სახლებში დაბრუნდნენ.

როგორც უკრაინული საინფორმაციო „უნიონი“ იტყობინება, პატრიარქმა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესიაში დაადანაშაულა და ძმების მკვლელებად მოიხსენია.

„უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე – მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ? მივმართავ ძმების მკვლელებს – ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“ – განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

 

მსგავსი თემები