დაკავებული 6 პირი ვაკის პოლიციაში გადაიყვანეს

ამ დროსათვის, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 6 მონაწილე.

დაკავებული მოქალაქიდან ერთ-ერთი EMC-ს თანამშრომელი ცოტნე ცხვედიანია. დაკავებულები არიან ასევე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი. მათ ინტერესებს EMC-ს ადვოკატები დაიცავენ.

აქციის დროს დაკავებულები ვაკის პოლიციაში არიან გადაყვანილი, ამის შესახებ  შსს-ში აცხადებენ.

მსგავსი თემები