დაკავებული ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა დღეს იგეგმება

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დაკავებული 2 ქართველი მესაზღვრის გადმოცემა დღეს იგეგმება.  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესრულებისას დააკავეს, როდესაც ისინი საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აღმოჩნდნენ.

​როგორც შსს-ში აცხადებენ, გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია ვერ მყარდებოდა, რის შემდეგაც მათი ძებნის ღონისძიებები დაიწყო. შესაბამისად გაირკვა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მესაზღვრეებს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ.

მესაზღვრე კობა მაჭარაშვილი, რომლის გადმოსაცემად შსს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, 13 წელია სასაზღვრო პოლიციაში მსახურობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოჯახის წევრებმა განუცხადეს.
კობა მაჭარაშვილის დედის, ნარგიზა მახათაძის ინფორმაციით, მეორე დღეა მესაზღვრე ოჯახს არ დაკავშირებია.

„13 წელია, რაც სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს და მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა. ორშაბათს ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში და მისი ადგილსამყოფელის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს“, – აცხადებს ნარგიზა მახათაძე.

 

მსგავსი თემები