“დაკავებულებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება”

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ დაკავებულებზე ზეწოლა არ ხორციელდება და ისინი პრეტენზიებს არ გამოხატავენ.

“მოვინახულეთ დაკავებულები, როგორც ვიცით ისინი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. ჩვენ არ ვფლობთ ვიდეოჩანაწერებს და შესაბამისად, ვერ ვიტყვით ეს ასეა თუ არა. ისინი ამ ეტაპისთვის კარგად გრძნობენ თავს, არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება და პრეტენზიებს არ გამოხატავენ. ახლა მათთან ადვოკატები შედიან. ვადასტურებთ 6 ადამიანის დაკავებას” – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

მსგავსი თემები