„დაინტერესების საგანი უნდა იყოს, როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები“ – მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია იმ ქონებაზე ლაპარაკობს, რაც მისივე განმარტებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის ხელშია. სასულიერო პისი თვლის, რომ ყველა მღვდელმსახურის ქონების საბანკო ანგარიში გამჭვირვალე უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება მღვდელმონაზონმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

„მეუფე დიმიტრის შეიძლება ვიღაცამ აჩუქოს და ჰქონდეს ქონება, მაგრამ როდესაც საუბარია დიდ თანხებზე კითხვის ნიშნები იკვეთება. სამწუხარო ფაქტი ისაა, როდესაც ვითხოვდით საეკლესიო ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაციებს ეს ხდებოდა დავის საგანი, ეკლესიის ქონება ხვდებოდე კონკრეტული პირების ხელში. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკლესიის ქონება დაისაკუთრა და მიითვისა საეკლესიო პირმა, დაინტერესების საგანი უნდა იყოს როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები, არის ეს ის ქონება, რაც მათ ეკლესიაში მოსვლამდე ჰქონდათ თუ მერე გამდიდრდნენ. საინტერესოა ისიც, რა საბანკო ანგარიშები და ბრუნვა აქვთ მღვდელმთავრებს” – განაცხადა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩვენ წმინდა მამებისგან ვიცით, რომ ერთი ანაფორა და სამოსიც კი გეყოფა საცხოვრისად, ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტორია ისაა, შენ თვითონ თუ აგროვებ ქონებებს და დახარბებული ხარ ამას, ეს ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონს, სიკვდილის მერე არავის მიჰყვება ქონება და სიცოცხლეში სად ცხოვრობენ ესენი საინტერესოა,“ – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები