დაზიანებული სახანძრო ონკანებიდან სასმელი წყალი უკონტროლოდ იღვრება

თბილისის საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და გელოვანის ქუჩების კუთხეში წყლის სახანძრო ონკანი დაზიანებულია და უკვე თვეებია სასმელი წყალი, უკონტროლოდ იღვრება. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივებმა განუცხადა, რამდენჯერმე დაურეკეს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, მაგრამ პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

“თავიდან წვიმის წყალი მეგონა, ზამთრის ცივ ამინდებში ტერიტორია მოყინული იყო. მშრალ დღეებში კი, როცა ყინული გალღვა, მივხვდით, რომ წყალი სახანძრო ონკანიდან იღვრება. ქუჩა ატალახებულია”, – განუცხადეს ქუჩის მცხოვრებლებმა “მთავარს”. 

მოქალაქის ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის ბევრ ადგილას. სახანძრო ონკანები ხშირად დაზიანებულია და სასმელი წყალი იღვრება. მსგავსი ვითარებაა ლილოს ბაზრობასთან, სადაც ონკანიდან გაცილებით დიდი რაოდენობით წყალი იღვრება.  

მსგავსი თემები