“დავწერ, ყოველ 27 სექტემბერს დავწერ” – ემოციური სტატუსი სოხუმის მოვლენებზე  

აფხაზეთის ომში მებრძოლი, ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ბითაძე, სოხუმის დაცემის 25 წლასთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. იგი 32 წლის იყო, სოხუმის დასაცავად ომში, მოხალისედ რომ წავიდა.

“27 სექტემბერი… დილას ადრე ვიყავი, ჯერ ტაძარში, შემდეგ მემორიალზე… კიდევ ერთხელ მივაგე პატივი და ჩავეხუტე ჩემს გვერდით დაღუპულ ძმებს და დებს… ნათელი გმირებს!!! … მივედი, მუხლი მოვუდრიკე, პატივი მივაგე, მოვილოცე და წამოვედი… მანქანაში ჩაჯდომისას რამდენიმეჯერ გავიგონე ხმა – “კუკა, არ მოდიხარ ძმა?? !!”…. დასალევად ვერ მოვდივარ ძმებო, – გავძახე, ხელი ძმურად ავუწიე და წამოვედი…. დავწერ, ყოველ 27 სექტემბერს დავწერ, მოყვასისთვისაც და მტრისთვისაც, დაე ყველამ იცოდეს!… ქართველში არ მომკვდარა მეომრის რაინდული სული, არ განელებულა სამშობლოს თავგანწირვამდე სიყვარული !!! ჩვენ დავბრუნდებით!!! კიდევაც დაიზრდებიან !!! ვუძღვნი ყველა ნაღდ ქართველ მებრძოლს, დაღუპულ დებს და ძმებს, ჩემს გამზრდელ მეომარ ბაბუას და მამას, გიორგი და ნოდარ ბითაძეებს!!! ….”

1993 სექტემბერი, ზავის დარღვევა, სოხუმზე თავდასხმა…..ავბედითი ზავის დადების შემდგომ ბიჭები ვისვენებდით, როგორც კი გავიგეთ შეტევის შესახებ, ეგრევე დავირაზმეთ…თვითმფრინავი მზად იყო, მოსამზადებლად სახლში უნდა შემერბინა …….კარი მამამ გამიღო და მითხრა…” ნანი (დედა) მეზობელთან გავუშვი, ჯერ არ იცის, ყველაფერი გაგიმზადე… მიდი!!!”….ყველაფერი მზად დამხვდა, დრო არ ითმენდა… 3 წუთში მზად ვიყავი, ბიჭები ქვემოთ მელოდებოდნენ… კართან გამაჩერა. მხარზე ხელი დამადო და მითხრა… ” მიდი მა! ბოლომდე! მე და გოგი(ბაბუა) შენთან ვართ!”… თვითონ სამხედრომ და სამხედროს შვილმა კარგად იცოდა სადაც მივდიოდი და როგორც გამზარდა… დიდი მამა, რაინდი და ნამდვილი პატრიოტი მყავდა! გაგიმარჯოს მამა. გმადლობ. p.s…..იქ, შუა ბრძოლაში, ორივე – მამაც და ბაბუაც გვერდში მედგა”.

ირაკლი ბითაძე სოხუმში მიმდინარე ბრძოლებიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს.

​სოხუმი, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მაღლივი შენობა… … მტრის შეტევის მოსაგერიებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი პოზიცია უნდა შეგვერჩია. დრო არ ითმენდა… მეხუთე თუ მეექვსე სართულის ფანჯრებიდან (ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით) კარგი პოზიცია იქნებოდა სასროლად. მე და ჩემმა ძმებმა ავირბინეთ სართულზე, პოზიციისთვის ყველაზე კარგი ოთახის კარზე დიდი ბოქლობი დაგვხვდა, ПМ ვგლიჯე… ვერ აიღო !!! დათომ ТТ გლიჯა და გახსნა. შევვარდით დიდ ოთახში, შეტევა წამი წამზე დაიწყებოდა, შევვარდით და…. გავჩერდით… ოთახში რამოდენიმე ჩვილთა საინკუბაციო ახალთახალი დანადგარი იდგა!!!… ორიოდ წამით შევყოვნდით, ერთმანეთს გადავხედეთ და სხვა სართულისკენ გავიქეცით…სიტყვა არ იყო საჭირო, სამივეს ერთმა აზრმა გაგვიელვა…. საიდანაც ისვრი, იქ გესვრიან !!!… ინკუბატორები დაზიანდებოდა, ჩვილი კი ჩვილია, გინდ შენი და გინდ მტრის. … სხვა სართულზე ბევრად ცუდი პოზიცია იყო ((( , მაგრამ უფლის წყალობოთ ვიმუშავეთ, საქმეც გამოვიდა…. …. აი, ასეც ხდება… ხოლმე”, – წერს ირაკლი ბითაძე.

 

მსგავსი თემები