დავოსის შეხვედრების შემდეგ, ხელისუფლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოლოდინშია

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან და ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები. საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 მისი განმარტებით, კომპანიები, რომლებთან შეხვედრაც დღეს დავოსში გაიმართება, წარმოადგენენ ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიმართულებებს – ეს არის ენერგეტიკა, ეკონომიკის რეალური სექტორი, კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.
 
“შეხვედრები გაიმართება ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Oneweb, Coca-cola, Siemens Energy და სხვა. კერძო სექტორის ამ წარმომადგენლებს აერთიანებთ ინტერესი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განახორციელონ ინვესტიციები და შექმნან საწარმოო სიმძლავრეები. ვფიქრობთ, ამ შეხვედრებს ექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები