„დავიწყოთ მხილება, დავიწყოთ ჩემგან“ – მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს ამოქმედებას ითხოვს (ვიდეო)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს დს საეკლესიო სასამართლოს ამოქმედებას ითხოვს. როგოც მეუფემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის, არის, მხილება სწორედ მისგან დაიწყოს.

„მდგომარეობა საგანგაშოა. უნდა ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო. მსგავსი დამოკიდებულება, რაც დღეს ხდება, აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა უნდა ვაიძულოთ, დავუბრუნდეთ სჯულის კანონს და ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო. დავიწყოთ მხილება და დავიწყოთ ჩემგან“ – განაცხადა მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავარში.“    

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები