დავით ჭიჭინაძე, ნათია თურნავას მხრიდან 7 მილიონი დოლარის გასხვისებაზე საუბრობს

„არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე“ – აღნიშნული განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ჩვენება, 2013 წელს მისცა ფინანსურ პოლიციას, რომლის ხელმძღვანელიც ოთარ ფარცხალაძე იყო. მისი თმით, ოთარ ფარცხალაძის პროკურორად დანიშვნის შემდეგ, საქმე თაროზე შემოიდო.

„ბაინდურაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მისი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოხდა მანამდე უკვე გაკოტრებული სს„თბილსრესი“-ს სამეურვეო ქონების აუქციონის წესით გაყიდვა. ის ასახელებს თურნავას, ენუქიძეს, მიქელაძეს. მისი განმარტებით სს „თბილსრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ფინანსთა სამინისტროში კურირებდნენ მაშინდელი მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძესთან. (ეს უკანასკნელი დღესაც მინისტრის მოადგილეა). გარიგება „საქართველს ინდუსტრიულ ჯგუფს“ და სამინისტროებს შორის ხდებოდა. ბაინდურაშვილის ჩვენების მიხედვით კი:
„მე არაფერს მეკითხებოდნენ, თვითონ დაალაგეს ყველაფერიო.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

მსგავსი თემები