დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მოუწოდებს, თანამდებობიდან გადადგეს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები, ერთი და იგივე შაბლონურ განცხადებებს აკეთებენ და მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.

“ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!​ მითუმეტეს, რომ  მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის  დღევანდელი განცხადებიდანაც მხოლოდ ის დასკვნა კეთდება,  რომ ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე!  რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ისევ მხოლოდ  ივანიშვილი იღებს. კობახიძე და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ კი, მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების  დაპირისპირებისთვის და კრიზისების გამოწვევისთვის არიან სავარძლებში მოკალათებულნი. ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები, ერთი და იგივე შაბლონურ განცხადებებს აკეთებენ. ანუ, მათ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნიათ და რა და როგორ იფიქრონ, ამასაც კი ერთი კონკრეტული პირი არეგულირებს,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

მსგავსი თემები