დავით ცინარიძეს ბრალი წარუდგინეს

პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე დააკავეს, ბრალი წარუდგინეს. საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დიღმის სამმართველოში იმყოფება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ცოლზე ძალადობას ეხება.

ყოფილი სამართალდამცველი სისტემიდან 5 წლის წინ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის, ეკა ყურშიტაშვილისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საუბრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

მსგავსი თემები