დავით ქაცარავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას ბოქლომი დაადო

მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ ბოქლომი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაადო. 

ოპოზიციის მხარდამჭერები და აქციის ორგანიზატორები ამ წუთებში უწყების შენობასთან იმყოფებიან.

“ჩვენი აქ მოსვლა ორნაწილიანი. ჩემს მიმართ ზეწოლა ხორციელდება. თუმცა, სანამ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შევუერთდე საზოგადოების გულისწყრომას და  იმ პერფორმანსს, რასაც აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე სიმბოლურად სუს-ის ცეტრალური შესასვლელის ბოძზე ჯაჭვსა და ბოქლომს დავადებ,” – განაცხადა მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ.

მსგავსი თემები