დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

„მთავარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია. დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლა გიორგი მარგველაშილის უარის  შემდეგ მიიღო. ეს ინფორმაცია მმართველო გუნდისთვისაც ცნობილია.

როგორც წყარო „მთავარს“ უყვება, მარგველაშვილი-უსუფაშილისა და ოპოზიციის ნაწილის  მოლაპარაკებით, პრეზიდენტობის კანდიდატი  ან გიორგი მარგველაშილი უნდა ყოფილიყო, ან დავით უსუფაშილი. მიღებული გტადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოქმედი პრეზიდენტი საპრეზიდენტო კანდიდად დავით უსუფაშვილის მხარდამჭერი იქნება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრებას არ აპირებს.

„ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას.მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მე მას ვუთხრი რომ არც მომავალში ვაპირებ პარტიული ცხოვრებით ცხოვრებას. ამ ეტაპზე, პოლიტიკური პარტიის მშენებლობისთვის და ერთად მოძრაობისთვის მე ჯერჯერობით მზად არ ვარ“- აღნიშნა მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები