დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობაზე ფიქრობს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა მანამდე აპირებს დაფიქრდეს ამ ნაბიჯის სისწორეში.

„მზად ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატს წარმოვადგენდე, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. უნდა ავწონ-დავწონოთ, რამდენად სწორია ესა თუ ის ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რა ხდება ზოგადად, ვინ აპირებს კიდევ ამ პროცესში ჩართვას და თუ ვინმე აპირებს, რა პლატფორმით აპირებს. თუ ვხედავთ, რომ მსგავსია ჩვენი ხედვები. ალბათ, აჯობებს, სანამ კანდიდატობას შევუდგებით, ერთმანეთთან კომუნიკაცია ვიქონიოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები