„დავით სარალიძის მკვლელობის სამეში სხვა არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ“ – დაცვის მხარე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მკვლელობის საქმეში, სხვა ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

როგორც ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, ამის შესახებ, მოკლულის მამა  ზაზა სარალიძე ადრეც საუბრობდა, თუმცა, ეს ახალგაზრდები საქმეში არსად ფიგურირებენ.  

„საქმეში, სავარაუდოდ, სხვა არასრულწლოვნებიც ფიგურირებენ, რომელთა ვინაობა დადგენილი არ არის და რაზეც ზაზა სარალიძემ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, მტკიცებულებები არ არსებობს. ეს ახალგაზრები არც საქმეში ფიგურირებენ, რაც სამოხელეო დანაშაულია“, – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი იმართება, სადაც, დაზარალებულის სტატუსით ზაზა სარალიძე დაიკითხება.

მსგავსი თემები