დავით სარალიძის დაბადების დღეს მისი სახელობის ფონდი დაფუძნდა

დღეს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე 7 თვის წინ მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის დაბადების დღეა. დღეს ის 17 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დაფუძნდა დავით სარალიძის  საქველმოქმედო ფონდი “დათუჩა”, რომლის წარდგინებაც მედიაცენტრ “მთავარში” ამ წუთებში  იმართება. პრეზენაციას სარალიძის ოჯახის წევრები მართავენ. მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ფონდის მიზნებზე ისაუბრებს.

მსგავსი თემები