დავით კირკიტაძე თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო არ დაისჯება

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე, გუბერნატორობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დღეს გამოაცხადა.

მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა.

დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. გამოძიება მას ველისციხეში, 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას ედავება.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი თემები