დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მძიმე ვითარება და გამოწვევები.

“ვისაუბრეთ მისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მისია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აკვირდება და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონებში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ასევე ინციდენტის პრევენციის მექანიზმის აღდგენის აუცილებლობაზე,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით შესრულების დემონსტრირებას.

“მინისტრს გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები. სხვა საკითხებთან ერთად ეს პრიორიტეტები ასევე მოიცავს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების განახლებას, სადაც მე ერთ-ერთი ფასილიტატორი გახლავართ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი საქართველოში ყოფნა წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით შესრულების დემონსტრირებას,” – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი.

მსგავსი თემები