დავით ზალკალიანი გერმანიაში, მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიებში. მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან, რუმინეთის, უკრაინის თავდაცვისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, “The Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial”, რომელიც ორგანიზებულია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და ახალი სტრატეგიის ცენტრის (NSC) მიერ.

უწყების ცნობით, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და აზიელ კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, წამყვანი ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის და აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები