დავით გარეჯში, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილია

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილია. გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მიიღო. ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინისტრომ სავარაუდოდ, გუშინდელ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. გუშინ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სალოცავებიდან ხატები გამოიტანეს, რომლებიც ტაძრებში მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტებმა დააბრუნეს.

ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და სასულიერო პირები საქართველოს ხელისუფლებას ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად დროულ რეაგირებას სთხოვენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა, ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს შეხვედრაში.


მსგავსი თემები