დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის კეთილმოწყობა მომლოცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტული თვალსაზრისითაც იქნება მნიშვნელოვანია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება კი 6 079 673 ლარს შეადგენს. 

მსგავსი თემები