დავით ბაგრატიონი, ანას მხრიდან, შვილზე ძალადობის კადრების არსებობას ადასტურებს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონისთვის, გაჩუმების სანაცვლოდ თანხის შეთავაზებას არ ადასტურებს. რაც შეეხება მუქარას, როგორც მისი ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო საუბარი არ შეიძლება მუქარად ჩაითვალოს. თუმცა, ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების არსებობას ადასტურებს.

„მას შემდეგ, რაც სასამართლომ პირველ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და დავა შეწყვიტა, ჩვენი მხრიდან, საქმის მოლაპარაკების გზით მოგვარების ინიციატივა წამოვიდა. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, შეხვედრები და საუბარი გვქონდა. მორიგების ვარიანტებიც განვიხილეთ. ამ საუბრებში, იყო ერთი საუბარი და ამას არს უარვყოფ, რომ ჩემი მარწმუნებლისგან მივიღე დავალება, ანასთვის გადამეცა, იმ შეთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე დავას არ შეწყვეტდა, მას სხვა არგუმენტებს დავუპირისპირებდით. ვადასტურებ, რომ ეს საუბარი იყო და ამასაც ვიტყვი, რომ ეს საუბრები არის კულუარულ დონეზე. არ არის სწორი, რომ ჩვენ ერთმანეთის ჩანაწერები ვაკეთოთ და მერე გამოვაქვეყნოთ“ – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

დავით ბაგრატიონის ადვოკატი განმარტავს, რომ დავით ბაგრატიონი არავის დამუქრებია: „ ჩვენ არ ვემუქრებით არავის და არაფრის დაბრალებას არ ვაპირებთ. თუ სასმართლო დაადგენს, რომ ანას ეკუთვნის თანაცხოვრებისას შეძენილი ქონებიდან რაიმე კომპენსაცია, ის მიიღებს ამ კონპენსაციას. სატელეფონო საუბარში ბავშვის სახელი არც დასახელებულა და ვერც იმას გეტყვით, რომელ ბავშვზე ძალადობის ვიდეოს გამოქვეყნებას გულისხმობდა ანას ადვოკატი“.

ლევან ჩხეიძე ადასტურებს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ანა ბაგრატიონის მხრიდან შვილზე ძალადობას ადასტურებს.

„მე დავითმა დამაბარა, რომ არსებობს ამდაგვარი ჩანაწერი და არსებობს სხვა სამოქალაქო ხასიათის პრეტენზიები და მას მიეცემა მსვლელობა როგორც სამოქალაქო სარმელებს. შესაძლოა, მას მიეცეს მსვლელობა სისხლის სამართლის მიმართულებითაც. საუბარს თუ მოუსმენთ, იქ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის. უბრალოდ, უსიამოვნო ფაქტია, რომ კერძო საუბარი გამოდის საჯაროდ. ეს არ არის ჩემი სულისკვეთება და მე მორიგების მომხრე ვარ. იქნება, მხარეები რამენაირად წავიყვანოთ მორიგებისკენ“ – განაცხადა ანა ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ინახავდა დავით ბაგრატიონი შვილზე ძალადობის კადრებს და რატომ არ გადასცა ის სამართალდამცველებს, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს დანაშაული არ არის: “დავითის მხრიდან ეს არ არის დანაშაულის დაფარვა და ვერც იქნება. რაც შეეხება ანასთვის თანხის შეთავაზებას, მოწინააღმდეგე მხარემაც აღნიშნა და მეც ვადასტურებ, რომ თანხის ოდენობაზე ჩვენ ვერ მივედით. მოწინააღმდეგე მხარე როგორც ამბობს, ჩემს მარწმუნებელს პირადად შეუთავაზებია გარკვეული თანხა ანასთვის, თუმცა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. კონკრეტულ თანხებზე და ციფრებზე საუბარი არ გვქონია.”

შეგახსენებთ, რომ მხარეებმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს. ანა ბაგრატიონის ადვოკატმა კი დავით ბაგრატიონი, დავის შეწყვეტის სანაცვლოდ თანხის შეთავაზებასა და კომპრმატების გამოქვეყნების მუქარაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები