“დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს”- მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი,  რომელიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. 

პრემიერ მინისტრმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი შეაფასა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, საქმე გვაქვს ჯანსაღ პროცესთან.

„ბუნებრივია, კრიტერიუმებისა და პროცედურების დადგენა აუცილებელია, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან. მე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა ისიც განვაცხადე, რომ ჩვენ არასოდეს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. ჩვენ საქართველოში 2012 წელს დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, აუცილებლად გასაწერია პროცედურები და ობიექტური კრიტერიუმები, რომლებიც მსოფლიო და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან თავსებადი უნდა იყოს.

მსგავსი თემები