“დავამხოთ ბიძინა, წავიდეს გახარია” – შტურმის მოწოდება პარლამენტთან

“არც გახარიას, არც ქუცნაშვილის და არც კობახიძისნაირების დეფიციტი ბიძინას არა აქვს, მათი გადადგომა ან დასჯა არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი უფრო შორს უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ახალგაზრდა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული თანამდებობის პირების გადადგომის გარდა, უფრო შორეული მიზნებიც არსებობს.

“პირველი რეაქცია, როცა გავრილოვი დავინახე, პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ეს იყო ცრემლები. ამ ცრემლებმა ძალიან ბევრი გამოიყვანა აქ და ზუსტად ამ ცრემლების გამო ესროდნენ გუშინ დამიზნებით თვალებში.

ხალხო, არც გახარიას, არც ქუცნაშვილის და არც კობახიძისნაირების დეფიციტი ბიძინას არა აქვს, ამათი გადადგომა ან დასჯა არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი უფრო შორს უნდა წავიდეს, უნდა დავამხოთ ბიძინა!”- აცხადებს აქციის მონაწილე.

მსგავსი თემები