“დაგეგმილია ჩემდამი ფიზიკური განადგურება, რომ დაბრალდეს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს”- ლევან ვასაძე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მისი მკვლელობა იგეგმება. მისი თქმით, მკვლელობის მოტივი, ქვეყნაში არეულობის გამოწვევაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას დაბრალდება.  

“გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჩემდამი ფიზიკური განადგურების მცდელობა. ეს ინფორმაცია უშიშროების მხრიდან გვაქვს. იმედია, არ მოხდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინ დილიდან ჩვენ გადავედით მშვიდ რეჟიმში, თუმცა ჯერ ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ბოლომდე ვერ ვენდობით, მზაობაში ვართ და სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი მიმართული იყო სახელმწიფოს დესტაბილიზაციაზე და ლოგიკურია ასეთი სვლა. ნამდვილად არ მინდა თავი გავიბითურო, მოგაჩვენოთ თავი და ტყუილად ვილაპარაკო, არც მინდა, რომ ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის,”- განაცხადა ლევან ვასაძემ

ბიზნესმენმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ეს იქნება იმ ძალების ბრალი, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.

“ვიტყოდი ასე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, არ მჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ რაღაც მსგავსი თუ მოხდა, მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. ანუ თუ ეს გაკეთდა, ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ამ სახალხო მოძრაობაშია ჩართული, მივმართავ თხოვნით, რაღაც მსგავსი რომ მოხდეს, იცოდეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. ეს არის იმ ძალების ბრალი, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები