„დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა დღეს საკარანტინე ზონად გამოყენებული“ – ნათია თურნავას პასუხი „მედიაცნეტრ მთავარის” კითხვაზე

“მთლიანობაში რამდენი კერძო სასტუმროა გადაკეთებული ე.წ საკარანტინე სივრცედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და კორონავირუსის გადავლის შემდეგ აპირებს თუ არა სახელმწიფო მათ თანადგომისთვის გარკვეული ბარტერი, შეღავათები შესთავაზოს“ – ეს იყო კითხვა, რომელიც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრს „მედიაცენტრმა მთავარმა“ დაუსვა .

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით სასტუმროების ზუსტი რიცხვის დაფიქსირება ტურიზმის სააგენტოსთან კონსულტაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი. თურნავა აცხადებს, რომ დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა ქვეყანაში საკარანტინე სივრცედ გადაქცეული.

„დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა დღეს საკარანტინე ზონად გამოყენებული. ზუსტ სტატიკას მალე გამოვაქვეყნებთ დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა ჩართული ამ პროცესში და ეს მონაცემები იზრდება. ეს ხდება ურთიერთ თანამშრომლობით. ყველა წესი დაცულია, ხდება სრული დეზინფექცია და კორონავირუსის დამთავრების შემდეგ ჩაბარდება ასევე დასუფთავებული. საბედნიეროდ კარანტინში მყოფი ადამიანების უმრავლესობა არიან ჯანმრთელები და დროის გასვლის შემდეგ ტოვებენ სასტუმროებს. ეს სასტუმროები ახლა გაცილებით უფრო უსაფრთხოები არიან ვიდრე ჩვეულ რეჟიმში ყოფნის დროს, რადგან ყოველდღიურად ხდება მათი დეზინფექცია.“ – განაცხადა ნათია თურნავამ „მედიაცენტ მთავარის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მსგავსი თემები