დაასრულეთ სპექტაკლი სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი თეატრალურ წარმოდგენას ჰგავს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიასთან, რისკენაც ის პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მათ წარმდგენელ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს.

“ყოველდღიურ რეჟიმში მიმიდინარეობს წარიმართება სპექტაკლი სახელწოდებით „დუბლიონკა ზაფხულში“ და სჯობს დროზე დასრულდეს ეს სპექტაკლი იმისათვის, რომ განვაგრძოთ მუშაობა მომავლის შექმნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი შეფასებით, დღევანდელი პლენარული სხდომა საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმად იქცა, სადაც ნამდვილი საარჩევნო დებატები წარიმართა.

„აქაც ვერ ავცდით, სამწუხაროდ, ამ შავ პიარს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. ჩემი კიდევ ერთხელ თხოვნა და მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის ის, რომ ჩვენ უნდა წარვმართოთ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. არაისეთი კამპანია, როგორსაც ვხედავთ დღეს, არამედ, ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც არის აგებული მომავალზე,  მომავლის ხედვის წარმოჩენაზე და არა შავ პიარზე და ასევე, არ უხდება ამ კამპანიას ისეთი სპექტაკლები, რომელსაცვუყურებთ ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები