დააკავეს ქალი, რომელიც მოხუცებს ფულს სძალავდა

საბერძნეთის პოლიციამ თაღლითობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით, 38 წლის ბულგარელი ქალი დააკავა. ვესელინა სტანოევა, ძირითადად, მოხუცებს სძალავდა ფულს. ერთი თაღლითური გეგმით ის, მინიმუმ, 10 000 ევროს იღებდა.

ბოლო ორი შემთხვევა საბერძნეთის ქალაქ დრამასა და ქსანთიში მოხდა. სტანოევა 94 და 81 წლის მოხუცების თანხას მოტყუებით დაეუფლა, რომელიც ჯამში 20 000 ევროს შეადგენდა.

ამ ეტაპზე გამოძიება, მის მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედების გამოსავლენად, გრძელდება.

მსგავსი თემები