“დააბი პრეზიდენტი“ – აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის სასახლესთან

სამოქალაქო ატივისტებმა პრეზიდენტის სასახლესთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით – “დააბი პრეზიდენტი“ გამართეს.

მათ სიმბოლურად სასახლის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და სტიკერები – #შეცვალე მიაკრეს. ასე გამოხატეს პროტესტი სალომე ზურაბიშვილის მიერ, ბოლო პერიოდში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.

მსგავსი თემები