“გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი იყო” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი იყო, რომელიც ეტაპობრივად გაჟღერდება.

„მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჩვენ დღეს საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ, ვითათბირეთ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ ეტაპობრივად, ხვალ გეცოდინებათ უფრო მეტი, ზეგ კიდევ უფრო მეტი და აშ. მიმდინარეობს და გრძელდება კონსულტაციები, შესაბამისად გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია ეცნობება ეტაპობრივად.

გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ იყო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი გუნდში, ვიმსჯელეთ საინტერესო დისკუსია და მსჯელობა შედგა. კიდევ გრძელდება ეს კონსულტაციები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები